სკოლებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა ჯერ არ დაწყებულა - ლია გიგაური

საქართველო, თბილისი - 15:38 | 05.02.2018
ნანახია: 855

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება.

„სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება. მინისტრის ინიციატივა საშუალო საფეხურზე არჩევით საგნად რელიგიების ისტორიებისა და კულტურის შემოტანას ეხებოდა. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. ეს იყო იდეა, რომელიც განიხილება”,- განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, არჩევით საგნად სკოლებში რელიგიის სწავლება დაბრუნდეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე