ბორჯომის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 15:18 | 23.09.2015
ნანახია: 2028

ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე,  წიწვოვან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ მონაწილეობდა 6 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 160-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. თბილისიდან  ხანძრის ქრობის განყოფილებიდან დამატებით 5 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა. ადგილზე მობილიზებული იყო დამატებით ჯგუფები ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ქარელის, კასპის, გორის, ხარაგაულის და ხაშურის დანაყოფებიდან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე