მსახიობი, რომელიც მძარცველის როლს ასრულებდა, პოლიციის ტყვიას გადაურჩა

საქართველო, თბილისი - 14:25 | 04.10.2017
ნანახია: 1314

 

მსახიობი, რომელიც მძარცველის როლს ასრულებდა, პოლიციის ტყვიას გადაურჩა. ინციდენტი ინდიანას შტატში, ერთერთ ბარში ფილმის გადაღების დროს მოხდა. ამის შესახებ ტელეარხი KTLA იუწყება.

ვიდეოჩანაწერში ჩანს კადრები, სადაც შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი ცდილობს ბარის შენობაში შეღწევას.

პოლიციელმა, რომელიც ახლოს იმყოფებოდა, „მძარცევლს“ პისტოლეტის დამიზნებით  იარაღის გადაგდება მოსთხოვა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა.

 „ფილმს ვიღებთ!“  - დაიყვირა შეშინებულმა „მძარცველმა, ნიღაბი მოიხსნა და იარაღი გადააგდო. „დამნაშავე“ მახიობი ჯიმ დაფი იყო, რომელიც ძარცვის სცენაში მონაწილეობდა.

ტელეარხის ინფორმაციით, არც კინოკომპანიას და არც ბარის მეპატრონეს პოლიციისთვის ფილმის გადაღების შესახებ არ უცნობებიათ. უფრო მეტიც, აღჭურვილობა და დანარჩენი მსახიობები  შენობის შიგნით იმყოფებოდნენ, ამიტომ პოლიციელი მაშინვე ვერ მიხვდა, სინამდვილეში რა ხდებოდა.

მომხდართან დაკავშირებით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე