საქართველო-ჩეხეთის მატჩზე მომხდარ ინციდენტზე საქმე 239-ე მუხლით აღიძრა

საქართველო, თბილისი - 18:41 | 11.07.2017
ნანახია: 1423

ფეხბურთში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. მუხლის მიხედვით, ხულიგნობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე. 

ცნობისთვის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის 70-ე წუთზე ლიბორ ჰოლიკმა ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა და ეს დასავლეთ ტრიბუნასთან აღნიშნა, ამით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა კი მოედანზე ნივთების სროლა დაიწყეს. მატჩის მთავარ არბიტრს მობილური ტელეფონი მოხვდა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე