ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის გამო მისცა - ბესელია

საქართველო, თბილისი - 12:06 | 11.07.2017
ნანახია: 1141

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა, რომ ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის გამო მისცა.

მისივე თქმით, ეს იყო ჩვენება, რომელიც აბდალაძე მ გააზრებულად დაიბრალა, რათა იქიდან ცოცხალი გამოსულიყო.

„აბდალაძემ შეხვედრაზე მითხრა არაფერს არ ვილაპარაკებო და ჟურნალზე ჩუმად მიმიწერა - ჯიბეში "ჟუჩოკი" მიდევსო.  

იმ ღამეს, როცა აღიარებითი ჩვენება უნდა მიეცა, მასთან შესულები იყვნენ პროკურატურის, შსს-ს, კონტრდაზვერვის თანამშრომლები. რამდენიმე ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში გადიოდა რეპეტიციას, როგორ უნდა ეღიარებინა. მათ შორის ერთი ჩემს როლშიც კი იყო, ეს ყველაფერი მე გვიან გავიგე. მან იძულებით მოაწერა ხელა ჩვენებას“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე