დეკანოზ მამალაძის მძღოლი და მეგობარი დაიკითხებიან - "ციანიდის" საქმის პროკურორი

საქართველო, თბილისი - 11:25 | 11.07.2017
ნანახია: 1112

"ციანიდის" საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის მძღოლი და მეგობარი დაიკითხებიან. 

როგორც პროკურორმა სასამართლოს დაწყების წინ განაცხადა, სხდომაზე ასევე დაიკითხება ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია. 

"60-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ის განზრახ მკვლელობას გეგმავდა. დღეს დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც ისაუბრებენ სხვადასხვა გარემოებებზე. დაიკითხება არჩილ გამზარდიაც, რადგან ჩვენ ვალდებულები ვართ ყველაფერი ობიექტურად შევისწავლოთ", - განაცხადა საქმის პროკურორმა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე