სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი იქნა მხილებული

საქართველო, თბილისი - 11:11 | 11.07.2017
ნანახია: 1041

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის  - სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი იქნა მხილებული.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური წარმოების,   სხვადასხვა დასახელების,  საერთო ჯამში - 1 480 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 - დან 4 წლამდე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის  აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენას  მთელი ქვეყნის მასშტაბით  ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე