მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა

საქართველო, თბილისი - 16:27 | 07.07.2017
ნანახია: 1213

დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გასაჩივრება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა 25 მაისს შეუფარდა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე