არასრულწლოვანთა მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

საქართველო, თბილისი - 15:49 | 07.07.2017
ნანახია: 1229

ინდოეთის ორ მოქალაქეს, არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების საქმეზე, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

საქმის პროკურორის თქმით, ისინი მოზარდებმა და მათმა დედამ ამოიცნეს.

ადვოკატები აპირებენ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გააცაჩივრონ.

ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე სამართალდამცავებმა 4 ივლისს დააკავეს. 

საქმე ეხება ერთი კვირის წინ ვარკეთილში მომხდარ შემთხვევას. მოზარდების დედა და ასევე მათი ახლობელი აცხადებდა, 4 ბავშვი ინდოეთის მოქალაქეებმა მოტყუებით სახლში შეიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს და ფოტოები გადაუღეს. 

მათ ბრალად წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 138 ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკთან მიუღწეველთან. ამ მუხლისთვის გათვალისწინებულია 11-დან 15 წლამდე პატიმრობა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე