მტკივნეულია ამ ყველაფრის გვერდიდან ყურება - სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 15:06 | 26.05.2017
ნანახია: 2964

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ხელისუფლებაში ყოფნის 9 არასრული წლის, მუდმივი ზეწოლისა და ომის პირობებში, ჩვენ შევძელით წარმატებული ქვეყნის შექმნა. ჩვენ მიერ შექმნილი ინსტიტუტები ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ სამწუხაროს, ამ ინსტიტუტებსაც და ყველაფერს რაც ჩვენ ავაშენეთ უკვე გაუჩნდა ბზარები, რადგან როცა მუდმივი წინსვლა არაა, იწყება უკუსვლა.

მტკივნეულია ამ ყველაფრის გვერდიდან ყურება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უკუსვლა დროებითია, იმიტომ რომ ხალხი, რომელმაც წარმატებას გემო გაუგო, აუცილებლად აიღებს ყველაფერს თავის ხელში“- წერს მიხეილ სააკაშვილი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე