ნახეთ ''კონგი: თავისქალის კუნძული'' !

საქართველო, თბილისი - 16:41 | 08.03.2017
ნანახია: 1518

კიდევ ერთ ფილმს ლეგენდარულ კინგ კონგზე, ქართველი მაყურებელი დიდ ეკრანზე შეაფასებს  ''კონგი: თავისქალის კუნძული'' - სწორედ ასე ქვია ახალ მძაფრსიუჟეტიან, სათავგადასავლო ფილმს, რომელიც Warner brothers-ისა და  legendary pictures-ის ერთობლივი  ნამუშევარია, ჯორდან ვოტ რობერტსის  რეჟისორობით.

ფილმში, რომლის სიუჟეტი ვიეტნამის ომის მიწურულს, იდუმალ კუნძულზე ვითარდება, მთავარ როლებს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობები ბრი ლარსონი, ტომ ჰიდლსტონი, სამიუელ ლ ჯეკსონი, ტობი კებელი და ჯონ სი რაილი ასრულებენ. მაძიებელთა ჯგუფს რუკაზე აღუნიშნავ კუნძულზე  გამგზავრებისას,  უამრავ მხეცთან, მათ შორის კი გორილა კონგთან შებრძოლება მოუწევთ.

გადაღებები 1 წლის მანძილზე  ჰავაის კუნძულებზე, ავსტრალიის ოქროს სანაპიროებსა  და ვიეტნამში მიმდინარეობდა. ბიუჯეტმა კი 190 მილიონი დოლარი შეადგინა.

სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს ფილმის ნახვა 2 და 3D -სა და Imax ფორმატში შეეძლებათ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე