"მზეთუნახავი და ურჩხული'' დიდ ეკრანზე უნდა ნახო

საქართველო, თბილისი - 14:27 | 16.03.2017
ნანახია: 1990

''მზეთუნახავი და ურჩხული'' ასე ქვია ამერიკელი კინორეისორისა და სცენარისტ ბილ კოდონის ახალ ნამუშევარს, რომელის მიმართაც მსოფლიოში უპრეცედენტო მოლოდინია.

ფილმი 1991 წლის ანიმაციური მიუზიკლის რიმეიქია, რეალური პერსონაჟებით, სადაც მთავარ როლებს ყველასთვის ცნობილი მსახიობები ითამაშებენ. ემა უოთსონი, რომელმაც თავი ჰარი პოტერიდან დაგვამახსროვრა, ახლა ბელას როლს მოირგებს. რაც შეეხება საზარელ პრინცს, მას დენ სტივენსი განასახიერებს,  ამასთანავე,  ფილმში ვიხილავთ ლიუკ ევანსს, იუენ მაკგრეგორის, იან მაკკელენის, ემა ტომპსონისა და ჯოშ გადის.

სიუჟეტი თითქმის უცველია და  მოგვითხრობს ურჩხულის სასახლეში მოხვედრილ ახალგაზრდა, ლამაზ და ცნობისმოყვარე გოგონაზე, რომელიც  მამის დახსნასა და პრიცნის საიდუმლოს ამოცნობას ცდილობს.

გადაღებები ინგლისში 2015 წლის 18 მაისს დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდა, ბიჯუეტმა კი 160 მილიონი დოლარი შეადგინა. მხატვრულ ფილმად ქცეულ ზღაპარს საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე, 16 მარტიდან, 3D და IMAX ფორმატებში ვიხილავთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე