ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე გაეროს ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველო, თბილისი - 12:27 | 16.03.2017
ნანახია: 1519

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე სერხიო ვიერა დე მილოს სახელობის ყოველწლიურ ღონისძიებას, საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ. 

​გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში ადამიანთა უფლებების დამცველის – სერხიო ვიეირა დე მელოს ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი – ანჯელინა ჯოლი სიტყვით გამოვიდა. ამავე საღამოზე იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა.

​ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში ანჯელინა ჯოლისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

​ელისო ბოლქვაძე  ერთადერთი ქართველი არტისტი გახლავთ, რომელიც ფლობს ‘’იუნესკოს მშვიდობის არტისტის’’ საპატიო ტიტულს. მას ეს წოდება  პარიზში, 2015 წლის 22 იანვარს, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ქალბატონი ირინა ბოკოვას მიერ გადაეცა, საქველმოქმედო საქმიანობისათვის - ფონდ ‘’ლირას’’ დაარსებისათვის, რომელიც  2013 წელს დაარსდა ქართველი ახალგაზრდა პიანისტების დახმარების მიზნით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე