ბათუმში, ჯაზ-ფესტივალს JAMIROQUAI ეწვევა

საქართველო, თბილისი - 14:21 | 14.03.2017
ნანახია: 1481

“თიბისი ბანკის” პერსონალური მომსახურეობა “თიბისი სტატუსი” შავი ზღვის სანაპიროზე რიგით 11-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს.

ყველაზე მაშტაბურ შავი ზღვის რიგით 11-ე ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი შემსრულებელი JAMIROQUAI მიიღებს. 

ასევე, ჯაზ-ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSSTLES, MF ROBERTS.

ფესტივალს CORY HENRY AND THE APOSTOLES გახსნის.

ფესტივალი ოთხი დღის განმავლობაში,ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე