ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრობაციონერები იმუშავებენ

საქართველო, თბილისი - 13:32 | 14.03.2017
ნანახია: 1391

”ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრობაციონერები დაიწყებენ მუშაობას და საზოგადოებისთვის სავალდებულო შრომის საათებს კარგ და მნიშვნელოვან საქმეს მოახმარენ”, - წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე facebook-ის თავის გვერდზე.

”გვაქვს იდეა, რომ ეს პროექტი მუდმივმოქმედი გახდეს - მეხუთე კორპუსის განახლებულ კომპლექსში გაკეთდება კაბინეტი, სადა ჩვენს თანამშრომლებთან ერთად სულ (ღმერთმა ქნას, აღარ იყოს საჭიროება, მაგრამ კარგად იცით - ადამინების უდანაშუალო მომავალი უტოპიაა) იქნება ხუთი პრობაციონერი - ერთი მხრივ სავალდებულო შრომას ,,მოიხდიან'' და მეორე მხრივ - ახალ პროფესიას დაეფლებიან. დავარქმევთ ახალ კაბინეტს, პირობითად - თავისუფლების ოთახს”, - წერს გიორგი კეკელიძე.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე