1991 წლის 21 დეკემბერს საბჭოთა კავშირი გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 09:50 | 21.12.2016
ნანახია: 3362

დღეს, 21 დეკემბერი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის დღეა. 22 წლის წინ, 1991 წლის 21 დეკემბერს, ალმა-ატის დეკლარაციით, საბჭოთა კავშირი გაუქმდა. საბოლოოდ კი, ფორმალურად, სსრკ 26 დეკემბერს, უზენაესი საბჭოს სხდომაზე დაიშალა.

ყაზახეთის დედაქალაქ ალმა-ათაში ახალი სახელით გაფორმდა რუსეთის იმპერია: სსრ კავშირის მემკვიდრე გახდა ე. წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის შემადგენლობაში არ შევიდნენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და საქართველო.

მანამდე, 1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკების ლიდერები, რომლებიც გაეროს დამაფუძნებელი წევრები იყვნენ ანუ რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის - შეიკრიბნენ ბელორუსიაში, ბელოვეჟში და ხელი მოაწერეს "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ)" შექმნის ხელშეკრულებას.

დსთ-ის შემადგენლობაში ამჟამად შედიან რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი. ასოცირებული წევრია თურქმენეთი. საქართველოს დსთ-იდან 2009 წლის 18 აგვისტოს ოფიციალურად გამოვიდა.

საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე