კანადა ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

საქართველო, თბილისი - 14:12 | 21.10.2015
ნანახია: 1826

კანადა სირიასა და ერაყში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაასრულებს. ამის შესახებ კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერმა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრიუდომ თავისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთიდან კანადის სამხედრო კონტიგენტის გაყვანის პირობა დადო. 20 ოქტომბერს ის ამის შესახებ ტელეფონით ბარაკ ობამასაც ესაუბრა.

2014 წლის აგვისტოში აშშ-მა საერთაშორისო კოალიციასთან ერთად ერაყსა და სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. 3 ოქტომბერს კი კანადის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა, რომ ქვეყანა სამხედრო ოპერაციას შეუერთდებოდა.

კანადის კონტიგენტი ქუვეითის ავიაბაზაზე იმყოფება. კანადელი სამხედროები კოალიციის შემადგენლობაში 2016 წლის მარტამდე დარჩებიან.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე