სლოვენია მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად არმიას გამოიყენებს

საქართველო, თბილისი - 13:11 | 21.10.2015
ნანახია: 1844

სლოვენიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც პოლიციის დასახმარებლად სახელმწიფო საზღვრის დაცვაში არმიის უფლებამოსილებას ზრდის. ამ ფორმით ქვეყნის ხელისუფლებამ მიგრანტების გაზრდილი ნაკადის წინააღმდეგ სამხედროები ჩართო. როგორც ცნობილია, სლოვენიის საზღვარს მიგრანტების დიდი ნაკადი მას შემდეგ მიაწყდა, რაც უნგრეთმა ხორვატიასთან ”მწვანე ზონა” ჩაკეტა.

როგორც Reuters -ი იუწყება, ახალი კანონი ჯარისკაცებს საზღვრების გაკონტროლების უფლებას აძლევს. სლოვენიის პრემიერ-მინისტრის მირო ცერარის თქმით, კანონპროექტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ ითვალისწინებს და მხოლოდ მიგრანტების ნაკადის გაძლიერებული კონტროლით შემოიფარგლება.

მისივე თქმით, სლოვენია ევროკავშირს პოლიციელების გაგზავნითა და ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართავს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე