კალაძე: მედიაზე ზეწოლა 2007 წელს იყო, ახლანდელი პროცესები სიტყვის თავისუფლებაა

საქართველო, თბილისი - 11:49 | 21.10.2015
ნანახია: 1996

მედიაზე ზეწოლა 2007 წელს იყო, ახლანდელი პროცესები სიტყვის თავისუფლებაა, - აცხადებს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. მისი თქმით, სასამართლო პროცესი რაც მიდის, ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა.

”მედიაზე ზეწოლა, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ეს იყო 2007 წელს, როდესაც იმედის ტელევიზია დაარბია სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა. დღეს მიმდინარე პროცესები - ეს არის სიტყვის თავისუფლების დემონსტრირება. სასამართლო პროცესი რაც მიდის, ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა. შეიძლება, ასე ვთქვათ, ქიბარ ხალვაშს და მიხეილ სააკაშვილს შორის მიმდინარეობს დავა. ჩვენ დაველოდოთ სასამართლოს, მე, როგორც ვიცეპრემიერი, თავს შევიკავებდი რაიმე კომენტარის გაკეთებისგან ჩემს შეხედულებებზე”, - განაცხადა კალაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე