ჩინეთში ქიმიური ქარხანა აფეთქდა

საქართველო, თბილისი - 11:48 | 21.10.2015
ნანახია: 2113

ჩინეთში შანდუნის პროვინციაში ქიმიური ქარხანა აფეთქდა. ამ დროისათვის ცხრა ადამიანი დაკარგულადაა მიჩნეული , დაშავებულია ორი თანამშრომელი. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ავარიის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიებაც.

საინფორმაციო პორტალ Sina-ს ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 08:20 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილას მობილიზებულნი არიან საგანგებო სამსახურები.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე