დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა

საქართველო, თბილისი - 11:29 | 21.10.2015
ნანახია: 1746

20 ოქტომბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით რუმინეთში, ქ.ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბოგდან აურესკუსთან, ეროვნული თავდაცვის მინისტრთან მირჩეა დუშასთან, რუმინეთის სენატის საგარეო პოლიტიკის კომისიის პრეზიდენტთან პეტრუ ფილიპთან და რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საკითხთა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანა ბირჩალთან.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია დავით ბაქრაძის მონაწილეობა კონფერენციის მუშაობაში თემაზე „ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება, გამოწვევები და შესაძლებლობები“(EU/NATO Enlargment, Challenges and Opportunities) და ინტერვიუ რუმინეთის ტელევიზიასთან „Realitatea“.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე