ბაშარ ალ ასადი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 21.10.2015
ნანახია: 1869

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა. ამის შესახებ რუსეთის პრზეიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

”სამუშაო ვიზიტით მოკოვს ეწვია სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, შედგა მოლაპრაკებები რუსეთის პრზეიდენტთან ვლადიმერ პუტინთან”, - განაცხადა პესკოვმა.

გაიმართა შეხვედრები როგორც პირისპირი, ისე გაფართოვებული ფორმატით. მასში მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის უმაღლესი პირები.

პესკოვის თქმით, სირიის პრეზიდენტი პუტინს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა. მათ რუსეთის სამხედრო ოპერაციის შესახებ იმსჯელეს.

”პუტინი დეტალურად იყო ინოფრმირებული სირიაში არსებული მდგომარეობისა და პერსპექტიული გეგმების შესახებ. ასვე საუბარი შეეხებოდა ორმხრივი ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტებს”,- განაცხადა პესკოვმა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე