მკითხავების უფრო მჯერა, ვიდრე NDI-ს, - მეჭიაური

საქართველო, თბილისი - 17:58 | 20.10.2015
ნანახია: 1907

მკითხავების უფრო მჯერა, ვიდრე NDI-ს, – ეს განცხადება, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა გააკეთა. დეპუტატმა ოპონენტების ის ბრალდებები შეაფასა, რომლის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ოფისებზე თავდასხმები შესაძლოა NDI-ს კვლევას და პარტიულ რეიტინგებს უკავშირდებოდეს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ისე ეცემა, რომ მალე თვითონ გაქრება.
"რა თქმა უნდა, არანაირ ძალადობას არ მივესალმები. ეს ცალსახაა, თუმცა შეიძლება ვიღაცას ნერვები მართლაც არ ყოფნის. მე არ ვიცი, ვინ გააკეთა, შეიძლება მსგავსი რაღაც თვითონ დაზარალებულმა გააკეთა და მას შეიძლება გავუგო. არ გამოვრიცხავ, ვიღაცამ ეს იმისთვის გააკეთა, რომ შემდეგ მმართველ გუნდს დაბრალდეს", - განაცხადა მეჭიაურმა


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე