ისრაელის ძალოვანებმა ”ჰამასის” ლიდერი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:50 | 20.10.2015
ნანახია: 1919

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელმა ძალოვანებმა პალესტინის ისლამისტური მოძრაობის ”ჰამასის” ლიდერი ჰასან იუსეფი დააკავეს. როგორც ცახალის პრეს-სამსახური იტყობინება, მას ტერორის წაქეზებაში ადანაშულებენ.

ისრაელის არმია უსაფრთხპების სამსახურთან ერთდა მომქდებდა. იუსეფი რამალას სამხრეთ-დასავლეთით ბეთუნიაში აიყვანეს.

ბოლო დროს იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში მდგომარეობა ძალიან გამწვავდა. ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკების შესახებ. გამწვავებული სიტუაციის ფონზე უახლოეს ხანებში ისრაელსა და პალესტინაში გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის ორდღიანი ვიზიტია დაგეგმილი.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე