უფლებადამცველები: რუსეთის ავიადარტყმების შედეგად ლატაკიაში 45 ადამიანია მოკლული

საქართველო, თბილისი - 13:18 | 20.10.2015
ნანახია: 1812

რუსეთის მიერ სირიაში ლატაკიის პროვინციაში განხორციელებული წერტილოვანი დარტყმების შედეგად 45 ადამიანია მოკლული. ავიადარტყმები ამბოხებულების კონტოლირებად ტერიტორიაზე განხორციელდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს (SOHR) მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

უფლებადამცვლთა თქმით, რუსი სამხედროების ავიადარტყმების შედეგად ჩრდილოეთ ლატაკიაში დაიჭრა და დაიღუპა 120 ადამიანი. მათივე თქმით, მსხვერპლთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება, რადგან ადამიანები დაბომბვის შედეგად ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.

მოკლულთა შორის არის ოპოზიციური ფორმირების მეთაური. SOHR-ის ხელმძღვანელის რამი აბდურახმანის განცხადებით, გარდაცვლილი ”თავისუფალი სირიის არმიის” პირველ სადივიზიო ჯგუფს მეთაურობდა. ”თავისუფალი სირიის არმია” ოპოზიციის ყველაზე გავლენიანი დაჯგუფებაა, რომელსაც მხარს აშშ უჭერს. ორგანიზაციში აცხადებენ, რომ ლატაკიაში დაბომბვის შედეგად ამბოხებულთა კიდევ ორი მეთაური მოკლეს, სამი კი - ალეპოს სამხრეთითაა ლიკვიდირებული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე