BBC-ის ყოფილი ჟურნალისტი სტამბულის აეროპორტში ჩამომხვრჩალი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:40 | 20.10.2015
ნანახია: 1937

50 წლის ბრიტანელი ჟურნალისტი ჟაკლინ სატონი სტამბულის აეროპორტში გარაცვლილი იპოვეს. BBC-ის ყოფილი თანამშრომელი საპირფარეშოში ჩამომხვრჩალი ნახეს.

როგორც Hurriyet Daily News -ი იტყობინება, ოფიციალური ვერსიით, მან თავი იმის გამო მოიკლა, რომ თვითმფრინავზე, რომელიც რეისს ერაყის მიმართულებით ასრულებდა, დააგვიანდა. თუმცა სატონის ახლობლები და კოლეგები ამ ვერსიას არ ეთანხმებიან და ვარაუდობენ, რომ ჟურნალისტი მოკლეს, სუიციდი კი ინსცენირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის თანამშრომლებმა ჟურნალისტს განუცხადეს, რომ ავიაკომპანია მომხდარზე პასუხიმგებლობას ვერ აიღებდა და ფინანსურ კომპენსაციაზე უარი უთხრეს. სატონს ახალი ბილეთის შესაძენად ფული არ ჰქონდა. ის საპირფარეშოში შევიდა და თავისი ფეხსაცმლის ზონარით თავი ჩამოიხრჩო.

სატონის ცხედარი მგზავრებმა იპოვეს. სამართალდამცავებმა მომხდარის გამოძიება დაიწყეს. ბრიტანელი ჟურნალისტის ცხედარი ექპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე