დათო ბაქრაძე: დღევანდელ ხელისუფლებაში არიან ავადმყოფი ადამიანები

საქართველო, თბილისი - 14:40 | 19.10.2015
ნანახია: 1854

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დათო ბაქრაძის შეფასებით, ადამიანთა წამების ამსახველი კადრები არის მისი პარტიის სირცხვილი და დაღი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებათ.

ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს იყო ის სირცხვილი და დაღი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ბოლომე გაჰყვება, იმის გამო, რომ ასეთი ადამიანები მუშაობდნენ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში და რა თქმა უნდა, ყველა, ვინც მონაწილეობდა, ვინც უკვეთავდა, ვინც იღებდა კადრებს, ყველა ეს ადამიანი უნდა იქნეს კანონის სიკმკაცრით დასჯილიმე არ გავურბივარ არც იმის თქმას, კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ის ძალიან მტკივნეული მონაკვეთი, ეტაპი წარსულისა, რომელიც დიდხანს გაგვყვება, როგორც ტკივილი, როგორც პოლიტიკურ პარტიას და ყოფილ ხელისუფლებას, მაგრამ მეორე პრობლემა არის ის, რაც დღეს ხდება. დღევანდელ ხელისუფლებაში საკმარისი რაოდენობით არიან ავადმყოფი ადამიანები, რომლებიც ამ სადისტების დაჭერის ნაცვლად, გამოდიან და ქუჩაში, საჯაროდ ახდენენ ასეთი კადრების დემონსტრირებას“, - განაცხადა დათო ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ე.წ. კასრების საქმის მტკიცებულება - წამების ამსახველი კადრები

უკრაინულმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე