როგორ შეიძლება განვითარდეს მზის ენერგიის მცირე სადგურები საქართველოში ?

საქართველო, თბილისი - 12:19 | 19.10.2015
ნანახია: 1982

ხვალ, 20 ოქტომბერს, კონრად ადენაუერის ფონდის ოფისში გაიმართება კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია თემაზე: „საქართველოში მზის ენერგიის მცირე სადგურების განვითარების გზები“.

კვლევის ძირითადი მიზანია საქართველოს პოტენციალის გაანალიზება მზის მცირე ელექტროსადგურების განვითარებაში. ღონისძიებაზე განხილული იქნება საქართველოში არსებული მდგომარეობა და საერთაშორისო პრაქტიკა, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები.

დამსწრეებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ საქართველოში მზის ენერგიის გენერაციის ოპტიმალურ გზებს. ასევე, მის უპირატესობას ენერგიის ტრადიციულ გზებთან შედარებით.

მცირე სადგურები შინამეურნეობების და ბიზნესებისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხო ადგილობრივი გადაწყვეტაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი უპირატესობის და მოსალოდნელი ხარჯების საფუძვლიანი ანალიზი ენერგიის ტრადიციულ გზებთან შედარებით.

მსოფლიო გამოცდილებაზე დაყრდნობით (გერმანია, საფრანგეთი და იტალია), განხილული იქნება სუბსიდირების, იაფი კრედიტების, საგადასახადო შეღავათების და წამახალისებელი ტარიფების (Feed-in) დაწესების შესაძლებლობებიც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე