ელტონ ჯონის მეუღლე: პუტინი ძალიან საყვარელია

საქართველო, თბილისი - 10:54 | 19.10.2015
ნანახია: 1964

ვლადიმერი ძალიან საყვარელია“, -ასე ახასიათებს მომღერალ ელტონ ჯონის მეუღლე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.

როგორც უკვე ცნობილია, ელტონ ჯონი გეგმავს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ესტუმროს და სექსუალური უმცირესობების უფლებებზე ესაუბროს.

ვლადიმერი ძალიან საყვარელია. მან და ელტონმა ისაუბრეს ტელეფონით, კრემლს ამისი დადასტურება შეუძლია. ახლა ისინი ცდილობენ, დაარეგულირონ საკუთარი გრაფიკი, რათა პირისპირ შეხვედრა შეძლონ. გაგიკვირდებათ და პუტინი ძალიან ყურადღებიანი  და თავაზიანი იყო საუბრისას. მე არ ვსაუბრობ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, მე ვსაუბრობ ჩემს შთაბეჭდილებაზე მისი პიროვნების მიმართ, სატელეფონო საუბრის შემდეგ,“ – აღნიშნავს ელტონ ჯონის მეუღლე ფერნიში.

შეგახსენებთ, რომ პუტინსა და ელტონ ჯონს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა, მანამდე კი ცნობილ ბრიტანელ მომღერლებს რუსმა პრანკსტერებმა ქვეყნის პრეზიდენტის სახელით დაურეკეს და ესაუბრნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე