ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიჰყიდეს უკრაინელებს, - ღარიბაშვილი წამების ამსახველ კადრებზე

საქართველო, თბილისი - 16:11 | 18.10.2015
ნანახია: 1850

წამების ამსახველი კადრები ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იქნა აღმოჩენილი, ჩვენ გამოვიძიეთ ეს ძალიან მძიმე დანაშაული და ოპერატიულად გავხსენით საქმე; ყველა დამნაშავე პირი იქნა დასჯილი, მათ მისჯილი აქვთ 9-12 წლები,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, წამების ამსახველი კადრების გასაჯაროების ფაქტს გამოძიება იკვლევს.

“სავარაუდოდ ამ კადრების ბევრი ასლი არსებობს. როგორ მოხდა მისი გავრცელება? არსებობს ბევრი ვერსია, მაგრამ მთავარი არის ის რომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა სადისტური რეჟიმი, ისინი სასტიკად აწამებდნენ საკუთარ მოსახლეობას. “ნაციონალური მოძრაობა,” რომლებიც დღესაც აცხადებს პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე, ვერ აცნობიერებს იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეს მოსახლეობის წინაშე. ქართველმა ხალხმა მათ უკვე გამოუტანა განაჩენი 2012 წლის 1 ოქტომბერს. ეს კადრები კი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ არსებობდა, ადამიანებს აწამებდნენ. კადრების გავრცელების ფაქტს რაც შეეხება, საუბარია რამდენიმე ვერსიაზე, რომ იგივე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიჰყიდეს უკრაინელებს და ასე შემდეგ. ამას გამოძიება დაადგენს,”-აღნიშნა პრემიერმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე