”ნაცმოძრაობამ” საპროტესტო აქციები და სამთავრობო შენობების პიკეტირება დაანონსა

საქართველო, თბილისი - 15:14 | 17.10.2015
ნანახია: 1918

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში პარლამენტში მიმდინარე დისკუსიამ, თვალნათლივ აჩვენა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი მზადაა, ივანიშვილის გადაწყვეტილება რ2 ხელში ჩაგდების თაობაზე, დაიცვას.

„თქვენ იცით, რომ ბოლო დღეებში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა რამდენიმე განცხადება და მიუხედავად ბევრი განსხვავებისა ამ პარტიებს შორის, ცხადია, მედიის თავისუფლებისა და რუსთავი 2 ს საკითხები ყველასთვის მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, რომ თუ რუსთავი 2 – ს წინააღმდეგ ბრძოლა არ შეწყდება, ყველა პარტია სხვადასხვა ფორმით, როგორითაც საჭიროდ ჩათვლის, გამოთქვამს პროტესტს.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ წუთისთვის ივანიშვილს, რომელსაც დაკარგული აქვს ხალხის მანდატი და მხარდაჭერა, მოვლენების რადიკალური ფორსირების თაობაზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. ივანიშვილი იხილავს არა მხოლოდ რუსთავი 2 -ის მფლობელებისთვის ჩამორთმევას მოსამართლე ურთმელიძის ხელით, არამედ შემდგომი სამართლებრივი დავის შანსის წართმევას დამოუკიდებელი ტელეკომპანიისთვის და ე.წ. აღსრულების ფურცლის გამოწერას

ეს შეიძლება მოხდეს მალე – 19 ოქტომბრის სხდომაზეც კი.

ჩვენ მოგახსენებთ ჩვენ გადაწყვეტილებას: რა წამსაც დაიწყება ამ უკანონო გადაწყვეტილების უკანონო აღსრულება – ჩვენ დავიწყებთ ფართო საპროტესტო მოძრაობას, მასობრივ მანიფესტაციებს.    

განსხვავებით ბოლო სამი წლის საპროტესტო აქციებისგან ეს არ იქნება ერთჯერადი ხალხმრავალი პროტესტი, არამედ მიიღებს გრძელვადიან პერმანენტულ სახეს და მათ შორის განხორციელდება სამთავრობო შენობების პიკეტირება.

თუ ივანიშვილი საბოლოოდ გადაწყვეტს რუსთავის განადგურებას, ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას უკან დაიხიოს საპროტესტო მოძრაობის შედეგად.„


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე