NDI: გამოკითხულთა 44%-ის აზირთ, 2012 წლის შემდეგ საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:38 | 17.10.2015
ნანახია: 1778

გამოკითხულთა 44%-ის აზირთ, 2012 წლის შემდეგ საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზარდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეფებში.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების 44% მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა, ხოლო 17% ევროკავშირის გავლენის ზრდაზე საუბრობს.

გამოკითხული რესპოდენტების 36%-ის აზრით რუსეთის გავლენა საქართველოზე იგივე დარჩა რაც იყო 2012 წლამდე, ხოლო 52%-ის აზრით არ შეცვლილა ევროკავშირის გავლენა საქართველოზე.

რესპოდენტების 6% აცხადებს, რომ რუსეთის გავლენა შემცირდა, ხოლო ევროკავშირის გავლენის შემცირებაზე 10% საუბრობს.

კვლევა 8 აგვისტოდან - 10 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე