NDI : ქართული ოცნება 14%, ნაცმოძრაობა 13 %

საქართველო, თბილისი - 12:04 | 17.10.2015
ნანახია: 1679

NDI -ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 42%-მა აირჩია კატეგორია "არც ერთი პარტია". პარტიების მიერ მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 14%;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 13%; 

თავისუფალი დემოკრატები -4%; 

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 4%; 

ლეიბორისტულ პარტია - 3%;

გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობა - 3%

კატეგორია "სხვა" - 3%. 8%-მა აირჩია კატეგორიაზე "არ ვიცი". გამოკითხულთა 7%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევა 8 აგვისტოდან - 10 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე