NDI: ევროკავშირის წევრობა 61%-ს, ხოლო ევრაზიის კავშირის წევრობა 31%-ს სურს

საქართველო, თბილისი - 11:40 | 17.10.2015
ნანახია: 1898

მოსახლეობის 61% მხარს უჭერს ქვეყნის მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი. გამოკითხულთა 31% კი აცხადებს, რომ საქართველოს ევრაზიის კავშირში წევრობას უჭერს მხარს, - ასეთია საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები, რომელიც ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამა ჩაატარა.

ევრაზიის კავშირის მხარდამჭერები, თავის არჩევანს უმეტესად ეკონომიკური სარგებლით ხსნიან და არა პოლიტიკისა და მმართველობის გაუმჯობესების პერსპექტივით. ევრაზიის კავშირის მხარდამჭერების მხოლოდ 7% ამბობს, რომ წევრობა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს, მაშინ როდესაც ევროკავშირის მომხრეთა 21%–ს სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კვლევა 8 აგვისტოდან - 10 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე