ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სამიტი საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო დატოვა

საქართველო, თბილისი - 12:22 | 16.10.2015
ნანახია: 1807

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა ევროკავშირის სამიტი ბულგარეთ -თურქეთის საზღვარზე ლტოლვილებსა და მესაზღვრეებს შორის მომხდარი შეტაკების გამო დატოვა.

როგორც ”ბი-ბი-სი” იტყობინება მესაზღვრეები ცდილობდნენ არალეგალი მიგრანტების შეჩერებას ,რომლებსაც თურქეთიდან ბულგარეთში შეღწევა სურდათ. ერთ-ერთი ავღანელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ბულგარეთის ხელისუფლების განცხაებით, მიგრანტების ჯგუფი 50 შეიარაღებული და აგრესიული ავღანელისგან შედეგებოდა, რომლებიც მესაზღვრეების მითეთებეს არ ასრულებდნენ.

სექტემბრის ბოლოს მიგრანტების გაზრდილი ნაკადის გამო ბულგარეთმა თურქეთის საზღვართან ორი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, პოლიციელი და მესაზღვრე განალაგა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე