ევროკავშირი და თურქეთი მიგრანტების კრიზისის ერთობლივ გეგმაზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 11:45 | 16.10.2015
ნანახია: 1926

ევროკავშირისა და თურქეთის ლიდერები შეთანხმდნენ წინასწარი მოქმედების გეგმაზე, რომელიც ევროპაში მიგრანტების ნაკადის შეზღუდვას ითვალისწინებს. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მიღწეული შეთანხმების გამო კმაყოფილება გამოთქვა.

წელს ევროკავშირის ქვეყნებში ზღვიდან 600 ათასმა მიგრანტმა შეაღწია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით მათი უმეტესობა ევროპაში თურქეთის გავლით ჩადის.

თურქეთში ამ დროისათვის 2 მლნ მიგრანტი იმყოფება, მათი უმეტესობა სირიდანაა.

მანამდე თურქეთმა ევროკავშირს ლტოლვილების მიმღები ცენტრების მოსაწყობად 3 მლრდ ევრო და თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება სთხოვა.

ევროკომისიის ხელმძღვანელის ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ანკარისთვის დახმარების მოცულობის შესახებ ევროკავშირის ქვყენების ლიდერებთან უახლოეს დღეებში იმსჯელებენ, სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი კი დაჩქარდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე