პოლონეთმა ”გაზპრომზე” უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 10:56 | 16.10.2015
ნანახია: 1864

პოლონეთი ”გაზპრომზე” აღარ იქნება დამოკიდებული. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევა კოპაჩმა უკვე განაცხადა, რომ 2016 წლის 1იანვრიდან ქვეყანა რუსული გაზისგან მთლიანად გათავისუფლდება. ამის შესახებ ინფორმაცაის ”ბლუმბერგი” ავრცელებს. პოლონეთის ქალაქ სვინოუსტიეში მუშაობას დაიწყებს პირველი გათხევადებული გაზის ტერმინალი.
პოლონეთს გათხევადებული გაზის პირველ სატესტო პარტიებს ყატარი მიმდინარე წლის დეკემბერში მიაწოდებს, ამიტომ მომავალი წლიდან ტერმინალი უკვე სრული დატვირთვით იფუნქციონირებს. ტერმინალის სიმძლავრე შესაძლებლობას იძლევა წელიწადში 5 მლრდ კუბურ მეტრი გათხევადებული გაზი მიიღოს.

პოლონეთი თავისი გაზსადენების ინფრასტრუქტურის კარდინალურ გაფართოვებას გეგმავს, რათა ტანკერების მეშვეობით გაზი მიაწოდოს რუსული გაზზე დამოკიდებულ მეზობელ ქვეყნებსაც, მათ შორის უკრაინასაც.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მომავალი გეგმა უკვე გააჟღერა. უკრაინაში გათხევადებული გაზის ტერმინალს ამერიკული კომპანია ააშენებს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე