ნეთანიაჰუ მზად არის აბასს შეხვდეს

საქართველო, თბილისი - 10:35 | 16.10.2015
ნანახია: 1886

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზად არის პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს შეხვდეს და ქვეყანაში ძალადობის აღმოფხვრის გზებზე ესაუბროს.

”ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს შევხვდეთ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. აუცილებლად უნდა შევაჩეროთ ისრაელის წინააღმდეგ პროვოკაციები და თავდასხმები”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ პრეს-კონფერენციაზე.

ამასთან პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პალესტინის ლიდერს მასთან შეხვედრის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს.

პალესტინელების მხრიდან გახშირებული თავდასხმების შემდეგ ისრაელის პოლიციამ და არმიამ იერუსალიმის აღმოსავლეთით ზოგიერთი რაიონების ბლოკირების ოპერაცია დაიწყეს. მთელს ქვეყანაში გამკაცრებულია უსართხოების ზომები.

ოქტომბრის დასაწყისიდან ისრაელში შვიდი ისრაელელი მოკლეს, საპასუხო ზომებისას კი სულ მცირე 30 პალესტინელი დაიღუპა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე