ნიგერიის მეჩეთში მომხდარ აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:17 | 16.10.2015
ნანახია: 1984

ათეულობით ადამიანი დაიღუპა ნიგერიის მეჩეთში. ”ფრანს-პრესის” ინფორმაციით, ტერაქტი ქალაქ მაიდუგურიში მოხდა. არიან დაშავებულები, რომლებიც ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი მონაცემებით ტერორისტმა-თვითმკვლელებმა საღამოს ლოცვის დროს მოქმედებაში მოიყვანეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, მეჩეთი დაახლოებით 40 ადამიანს იტევს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მეჩეთში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე