პეტრე ცისკარიშვილი: თუ არჩევანს რუსეთის ბნელ სამყაროზე ვაკეთებთ, უნდა ჩავიკეტოთ

საქართველო, თბილისი - 20:11 | 15.10.2015
ნანახია: 1766

თუ არჩევანს რუსეთის ბნელ სამყაროზე ვაკეთებთ, უნდა ჩავიკეტოთ , - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, ქართული მედიისა და რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მომზადებულ რეზოლუციის განხილვის დროს.

პეტრე ცისკარიშვილმა რეზოლუციაში ცვლილების შეტანა მოითხოვა, რომ პროექტში უფრო მკვეთრად უნდა იყოს ნაჩვენები საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები, რომელიც მათ უკვე გააკეთეს ქართულ მედიაში არსებულ მდგომარეობაზე. 

ამასთან, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ქართულ მედიასივრცეში არსებულ ვითარებას.

"ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საზღვარგარეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენი პარტნიორებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე ამბობენ ვაბეზღებთ. დაბეზღებაში კი არ არის პრობლემა, პრობლემა ვითარებაშია, რაც თქვენ საქართველოში შექმენით.

თუ თქვენ თვლით, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი უნდა გავხდეთ მაშინ თქვენვე 
უნდა ცდილობდეთ, რომ მიმდინარე პროცესებზე მათ ინფორმაცია მიაწოდოთ.

თუ არჩევანს რუსეთის ბნელ სამყაროზე ვაკეთებთ და გვინდა ამ იმპერიის ერთი გუბერნია გავხდეთ, ჩვენ უნდა ჩავიკეტოთ და სიბნელეში უნდა ვიცხოვროთ. ამ გადმოსახედიდან ეს მართლაც დაბეზღებაა", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე