შოთა მალაშხია: ივანიშვილის ციტატებს რუსული დიპლომატია საქართველოს წინაააღმდეგ იყენებდა

საქართველო, თბილისი - 20:03 | 15.10.2015
ნანახია: 1846

 ივანიშვილის ციტატებს რუსული დიპლომატია საქართველოს წინაააღმდეგ იყენებდა, - ამ განცხადებას შოთა მალაშხია ჰააგის სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებაზე და 2008 წლის აგვისტოს ომზე აკეთებს.  

"ცალსახაა რომ მოხდა ეთნიკური წმენდა. ამას ამბობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ამას არ ეთანხმება ივანიშვილი და მისი გუნდი. ისინი ამბობდნენ, რომ ომი დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ. ამ ხელისუფლებისგან, რომლებსაც სიაში ეწერათ ადამიანი, რომელიც უჩიოდა საქართველოს, რომ მან დაიწყო ომი, ივანიშვილის ციტატებს რუსული დიპლომატია საქართველოს წინაააღმდეგ იყენებდა. ამიტომ ვამბობთ, დღეს ამ საკითხების წამოწევა ამ ხელისუფლების პრორუსული ორიენტაციის გამო არის საშიში,"- აცხადებს შოთა მალაშხია. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე