აკაკი ბობოხიძე: დასავლეთ საქართველოს, პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილი ელოდება

საქართველო, თბილისი - 17:12 | 15.10.2015
ნანახია: 1916

"დასავლეთ საქართველოს, პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილი ელოდება, - განაცხადა უმცირესობის სხდომაზე, უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ბობოხიძემ ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის ტექნიკაზე და განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში არც ერთი ერთეული სოფლის მეურნეობის ტექნიკა არ შეძენილა- "დღემდე სააკაშვილის დროს შემოყვანილი ტექნიკით იხვნება და ითესება" აცხადებს ბობოხიძე.

"დასავლეთ საქართველოს, პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილი ელოდება. ხალხს საზამთროდ მათი ძირითადი საკვების – სიმინდის ელემენტარული მარაგიც კი არ აქვს. ამის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ აგვისტო გვალვიანი იყო, არამედ არის ის, რომ იმერეთში ხელისუფლების ე.წ. წარმატებული ხვნა-თესვისის პროგრამა ძალიან დიდი დაგვიანებით იწყება. ეს იმიტომ ხდება, რომ ვიდრე ხვნა-თესვას კახეთი არ მორჩება და სანამ ტრაქტორებს ასობით კილომეტრს არ გამოატარებენ იმერეთში ჩამოსასვლელად, მანამდე იმერეთი დგას და ელოდება. მითხარით, რამდენი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შემოიყვანეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში? გავიგეთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩინოვნიკებს რაღაც გადაცდომა ჰქონდათ, მაგრამ პროექტი რა შუაში იყო? რეალურად არავითარი გადაცდომა იმ ხალხს არ ჰქონდა. ის ხალხი შეეწირა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც ფორმით უარი უნდა ეთქვა იმ პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც ტექნიკის შემოყვანას ითვალისწინებდა", - განაცხადა ბობოხიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე