ანგელა მერკელს უკრაინის კრიზისის დარეგულირების იმედი აქვს

საქართველო, თბილისი - 15:18 | 15.10.2015
ნანახია: 1877

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის კრიზისის შესაძლო დარეგულირებას ”იმედის ნაპერწკალი” უწოდა. მან შესაბამისი განცხადება ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე გააკეთა.

”სექტემბრიდან დაწყებული, ცეცხლის შეწყვეტა, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების გაყვანა და რაც მთავარია სეპარატისტული არჩევნების გადატანა იმის იმედს იძლევა, რომ მინსკის შეთანხმებები შესრულდება”, - განაცხადა მერკელმა.

”ახლა ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ბოლოსდაბოლოს წინ წავიწიოთ პოლიტიკური დარეგულირებისკენ მიმავალ გზაზე”,- აღნიშნა კანცლერმა.

როგორც ცნობილია, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა ადგილობრივი არჩევნები 2016 წლისთვის გადადეს. გამყოფი ხაზიდან 100 მილიმეტრეზე ნაკლები კალიბრის შეიარაღების გაყვანის შესახებ შეთანხმებას კი ხელი სექტემბრის ბოლოს მოეწერა. მანამდე კონფლიქტის მხარეები უფრო მძიმე შეიარაღების გაყვანაზე შეთანხმდნენ.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე