უკრაინამ რუსეთს ყირიმის ანექსიისთვის შესაძლოა ტრილიონი დოლარი მოსთხოვოს

საქართველო, თბილისი - 14:53 | 15.10.2015
ნანახია: 1856

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის განცხადებით ყირიმის ანექსიისა და დონბასის დანგრევისთვის უკრაინა რუსეთისგან ტრილიონი დოლარის მოთხოვნას აპირებს.

უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ კიევი რუსეთთან იურიდიული ომისთვის ემზადება. კომპენსაციის გარდა სასამართლოს განხილვის საგანი შესაძლებელია გახდეს მოსკოვის უარი უკრაინის 3 მლრდ დოლარის ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით.

იაცენიუკმა რუსეთს მოუწოდა 29 ოქტომბრამდე გაერკვეს ვალის რესტრუქტურიზაცის საკითხში. მისი თქმით, კიევი მოსკოვს სთავაზობს ვალის რესტრუქტურიზაციას და ეტაპობრივად მის ჩამოწერას. მისი თქმით, რუსეთი უკრაინისგან სხვა პირობებს ვერ მიიღებს.

რუსეთის ხელისუფლება ვალის რესტრუქტურიზაციაზე არ თანხმდება. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე