თურქეთის პრემიერ-მინისტრი ტერაქტში ”ისლამურ სახელმწიფოსა” და ქურთების სამხედრო დაჯგუფებას ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:25 | 15.10.2015
ნანახია: 1980

თურქეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, ანკარაში მომხდარ ტერაქტში  ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ და ქურთების სამხედრო დაჯგუფებამ დიდი როლი ითამაშეს. აჰმედ დავუთოღლუს თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. 

გამომძიებლები "ტვიტერის" "ექაუნთებსა" და "აიპი" მისამართებს სწავლობენ, სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ აფეთქების უკან "ისლამური სახელმწიფოს" წევრები და ქურთი მებრძოლები დგანან.

თურქეთის დედაქალაქში ორი აფეთქება 10 ოქტომბერს მოხდა, რომელსაც ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამის გარდა პრემიერ -მინისტრი ირწმუნება, რომ სირიის ხელისუფლება, ”ისლამური სახელმწიფო” და ქურთების მუშათა პარტია შეიარაღებულ ოპოზიცის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლასა და თურქეთთან საზღვარის კონტროლზე შეთანხმდნენ. მისივე თქმით, სამივე მხარის წარმომადგენლები ერთმანეთს 28 მაისს ქალქ ჰასაკში შეხვდნენ და ოპოზიციის წინააღმდეგ ერთიანი მოქმედებების შესახებ ისაუბრეს.

როგორც თურქული მედია მაღალ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ანკარა შიშობს, რომ თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ ქურთი მებრძოლების გადაადგილება ”გაამწვავებს ქურთების სეპარატისტულ მისწრაფებას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში”.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე