თინა ხიდაშელი: გამოვრიცხავ, რომ ჰააგა იქნება პოლიტიკურად მოტივირებული
საქართველო, თბილისი - 14:02 | 15.10.2015 ნანახია: 1801"ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას კი ომის დანაშაული არ ჩაუდენია", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა. მან განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება უნდა მოხდეს. ხიდაშელმა გამორიცხა, რომ ჰააგა იქნება პოლიტიკურად მიკერძოებული.
თინა ხიდაშელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ერთგვარი დაბნეულობა ვიგრძენი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი თემაა, ჩემი ცხოვრების თითქმის 2 წელი შევწირე პროკურორის დარწმუნებას, რომ საქმე უნდა მიეღოთ წარმოებაში, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორისა და სასამართლოსთვის ქვეყნის ზომით არ უნდა იზომებოდეს ჩადენილი დანაშაულის ხარისხი და დამნაშავის დასჯა პოლიტიკურ კონიუნქტურას ან ქვეყნის სიძლიერე/სისუსტეს არ უნდა უკავშირდებოდეს.
მეამაყება რომ ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყარა და ეს საქმე თავის ლოგიკურ დასასრულს იპოვის. საქართველოს ტეროტორიაზე აგვისტოს ომის დროს ჩადენილი იყო მრავლობითი ომის დანაშაული და დამნაშავე დასასჯელია. დღეს გამოჩნდა რეალური შესაძლებლობა. და ეს ცალსახად მისასალმებელია.
- დაბნეულობის მიზეზი არ არსებობს, როდესაც ვისმენთ რომ ყველას ქმედებების გამოძიება მოხდება. აბა პროკურორს რა უნდა ეთქვა წინასაწარ ვიცი რუსებმა ეთნო წმენდა ჩაიდინეს და ამიტომ მხოლოდ ამით დავინტერესდებიო? დიახ, აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება უნდა მოხდეს და დანაშაული კი, რომელიც ჩადენილი იყო თავისი მასშტაბურობით, ხარისხითა და სისასტიკით ჩემი მოკრძალებული აზრით სრულიად აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ დადგენილ პირობებს და ტესტს. ეთნოწმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა მრავალი დანაშაული დარწმუნებული ვარ მოსამართლის ვერდიქტამდე მივა.
"2. დაბნეულობის მიზეზი არც ის უნდა იყოს თუ მოვისმენთ რომ ჩატარებული გამოძიება არაეფექტური იყო დ აქ სპეკულაციები არ არის საჭირო. არაეფექტურია გამოძიება, რომელსაც ქართული მხარე ჩაატარებს იმიტომ რომ დანაშაულის ადგილზე ვერ ჩადის, მტკიცებულებებს ადგილზე ვერ სწავლობს, მსხვერპლთან წვდომა შეზღუდული აქვს. აღარ გავაგრძელებ. ისე რომ ნორმალურია, და სწორედ ამ არგუმენტს ვიყენებდი მე პირადად და ჩემი მეგობრები როდესაც ვარწმუნებდით პროკურორს რომ უნდა ჩართულიყო.
"3. 7 წელი შეიძლება ბევრი დროა, მაგრამ იმ მასშტაბის დანაშაულის გამოსაძიებლად რაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსმა ჩაიდინა ეს განსაკუთრებულ პრობლემას არ შექმნის და ამასთანავე უზარმაზარი შრომა გაწიეს თავის დროზე "სოროსელებმა" და მოიძიეს, მოიკვლიეს, დოკუმენტირება მოახდინეს ყველაფრის რაც შესაძლებელი იყო. და შემდეგ ეს ყველაფერი სწორედ დღევანდელი პროკურორის წინამორბედს გადავეცით ჰააგაში," - წერს თინა ხიდაშელი.
პოლიტიკა
- თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის, გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა - პაველ ჰერჩინსკი
- წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით - ირაკლი კობახიძე
- "ქართული ოცნების" აქტივისტები ამომრჩეველებს სთხოვენ პირადობის მოწმობებს, ხმების სანაცვლოდ, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს -"სამართლიანი არჩევნები"
- ჯოზეფ ბორელის განცხადება იმ პრინციპებს უთხრის ძირს, რაზეც ევროკავშირი დგას, პირველ რიგში, ეს სამართლიანობის პრინციპია - რატი იონათამიშვილი
საზოგადოება
- რუსთაველი - მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
- სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
- „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულია
- საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს
სამართალი
- თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩატარდა - დაკავებულია 14 პირი
- კესარია აბრამიძე მოკლეს
- მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
- ქარელში 28 წლის კაცს ხელები თოკით შეუკრეს და გაგუდეს- დაკავებულია 2 პირი
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა