"ჩვენ დავარწმუნეთ მსოფლიო, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ღირს ინვესტიციის ჩადება", - დავით საგანელიძე

საქართველო, თბილისი - 13:58 | 15.10.2015
ნანახია: 1777

"ჩვენ დავარწმუნეთ მსოფლიო, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ღირს ინვესტიციის ჩადება", - აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობდა.

"ჩვენ დავარწმუნეთ მსოფლიო, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ღირს ინვესტიციის ჩადება და რომ საქართველო უნდა იყოს ის საკვანძო ქვეყანა, საიდანაც აღმოსავლეთსა და ევროპას შორის უნდა არსებობდეს გზის გასაყარი," - აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე. 

 როგორც ცნობილია, ღონისძიების თანაორგანიზატორს ჩინური მხარე წარმოადგენს. ფორუმზე აქტიურად განიხილება სწორედ ის პროექტები, სადაც მომავალში სავარაუდოდ თანამონაწილეობას მიიღებს ჩინური მხარე.

საუბარია რკინიგზაში დაგეგმილ ინვესტიციებზე, ასევე ანაკლიის პორტზე, რომელთა დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე