ეკვადორი ბრიტანეთს ასანჟისთვის საელჩოს დროებით დატოვების ნებართვას სთხოვს

საქართველო, თბილისი - 12:58 | 15.10.2015
ნანახია: 1896

ეკვადორის ხელისუფლება დიდ ბრიტანეთს სთხოვს, WikiLeaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს სამედიცინო კველვის ჩასატარებლად საელჩოს შენობის დროებით დატოვების ნება დართოს.

როგორც ეკვატორის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიკარდო პატინიომ მედიას განუცხადა, ბრიტანეთისგან მიიღეს პასუხი, რომლის თანახმად ასანჟს საელჩოს დატოვება ნებისმიერ დროს შეუძლია, თუმცა მისი დაპატიმრების ორდერი ძალაში დარჩება. ”სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას საელჩოდან გასვლისთანავე დააპატიმრებენ”, - აღნიშნა მინისტრმა. პატინიოს თქმით, ასანჟს სასწრაფოდ ესაჭიროება მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფია.

2010 წელს WikiLeaks-მა ამერიკის საიდუმლო სამხედრო ვიდეომასალები და დიპლომატიური ხასიათის საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვა.

2012 წლიდან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს. ის შიშობს რომ დაპატიმრების შემდეგ აშშ-ს გადასცემენ, სადაც მას ინფორმაციების მასშტაბური გაცემის გამო სასამრთლოს წინაშე მოუწევს წარდგომა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე