კანადაში უცნობი პირი ადამიანებს ჩაქუჩით თავს დაესხა

საქართველო, თბილისი - 12:30 | 15.10.2015
ნანახია: 1996

კანადის ქალაქ ბრიჯ-რივერში ერთ-ერთ ოფისში ჩაქუჩით შეიარაღებული მამაკაცი თანამშრომლებს თავს დაესხა.

Reuters-ის ინფორმაციით, მან 10 ადამინს სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიაყენა. ორი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მათ თავის ქალის ტრავმა აღენიშნებათ.

თავდამსხმელი ოფისის თანამშრომლებმა გააუვნებელყვეს. მამაკაცი პოლიციელთა მისვლამდე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

მიმდინარეობს გამოძიება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე