თეთრი სახლის განცხადებით რუსეთს ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში კონსტრუქციული წვლილის შეტანა არ სურს

საქართველო, თბილისი - 11:50 | 15.10.2015
ნანახია: 1832

თეთრი სახლის პრეს-მდივნის ჯოშ ერნესტის განცხადებით, რუსეთს ”ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში კონსტრუქციული წვლილის შეტანა არ სურს.
პრეს-მდივნის თქმით, აშშ-ში სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის დლეგაციის მიღებაზე უარი იმის გამო განაცხადეს, რომ რუსეთს არ სურს კონსტრუქციულად ჩაერთოს ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მისივე თქმით, თეთრი სახლი რუსეთთან საომარი მოქმედებების კოორდინირებით იმ დრომდე არ დაინტერესდება, ვიდრე მოსკოვი ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდგე ბრძოლაში კონსტრუქციულ წვლილს არ შეიტანს”.

როგორც მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ვაშინგტონმა აშშ-ში დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაციის გაგზავნაზე სირიაში შეთანხმებული მოქმედებების განსახილველად, მოსკოვის წინადადება არ მიიღო.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე